შპს "ნიკორას" საწარმო მომხმარებლებს ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს ისეთი ბრენდების სახით, როგორიცაა: "ნიკორა", "მეტაბლე", "მზარეული". 2025 წელს „ნიკორამ“ სრულიად ახალი საწარმო გახსნა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რაც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, თითოეული პროდუქტი უმაღლესი სტანდარტებით შეიქმნას. მსგავსი სტანდარტების საწარმო ამიერკავკასიაში პირველია.
"ნიკორა"- ხორცპროდუქტების ბრენდი 1998 წლიდან იწარმოება და მას შემდეგ ლიდერია ქართული ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის მრავალფეროვანი ასორტიმენტით: სოსისები, სარდელები, მოხარშული, შებოლილი და ნედლად შებოლილი ძეხვეული, შაშხები და სხვა.
„მეტაბლე“– ხორცპროდუქტების ახალი ქართული ბრენდია, რომელიც 2025 წლიდან, ნიკორას მაღალტექნოლოგიურ საწარმოში იქმნება და პრემიუმ ხარისხის ნედლად შებოლილი ძეხვეულის, შაშხების და სოსისების 20-მდე სახეობას აერთიანებს და ეტაპობრივად ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს.
„მზარეული“, ქართული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს ნახევარფაბრიკატების სახით, 2003 წლიდან აწარმოებს. "მზარეულის“ ნახევარფაბრიკატები, ოჯახში მომზადებული გემრიელი, ხარისხიანი კერძის საპირწონე საკვებია და ისეთ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, როგორიცაა: პელმენი, ვარენიკი, კოტლეტი, ბლინი,ხინკალი და სხვა.
„შპს ნიკორაში“ ამჟამად 500-მდე თანამშრომელია დასაქმებული. ისინი ერთად ქმნიან უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და განაგრძობენ ინოვაციების დანერგვას. კომპანიის პროდუქციის უმაღლესი ხარისხი არაერთი საერთაშორისო სტანდარტით არის განმტკიცებული, რომლებიც "ნიკორამ" წლების განმავლობაში წარმატებით დანერგა.