აპლიკაციის ფორმა

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ხორცპროდუქტების წარმოება "ნიკორა ჯგუფის" პირველი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა. კვების პროდუქტების პირველმა ორგანიზებულმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა საწარმომ ქვეყანაში ზოგადად ხორცპროდუქტების წარმოების მიმართულების განვითარებას ჩაუყარა საფუძველი და ბაზარზე სხვა ბიზნეს-კომპანიებისთვის გზამკვლევის ფუნქცია შეასრულა. "ნიკორა" ხორცპროდუქტების ბაზრის 35%-იანი წილით უკვე 25 წელია მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. 

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორა ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს “ნიკორას” ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს   1 (ერთი)   წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება,  ასევე მონაცემთა გადატანა,  დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება,  თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი,  წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge  შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ნიკორა ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2. შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსეთ აპლიკაცია და გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები! ან გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: jobs@nikora.ge