დუალური სასწავლო პროგრამა წარმოადგენს შპს „ნიკორა"-ს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ხორცპროდუქტების წარმოების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და პროფესიის პოპულარიზაციას.
პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი - არასრული, საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე პირისთვის და სთავაზობს მსმენელს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ საწარმოში გამომუშავებულ პრაქტიკულ უნარებს.
სწავლის პროცესი ორ უმთავრეს კომპონენტს აერთიანებს: პირველი- თეორიული მომზადება, რომელიც მიმდინარეობს „ნიკორა"-ს სატრენინგო ცენტრში, ხოლო მეორე- პრაქტიკული გამოცდილება - უშუალოდ საწარმოში.
წინასწარ გაწერილი და დადგენილი სილაბუსის მიხედვით არის განსაზღვრული და არჩეული თითოეული საგანი, სადაც დეტალურად განსაზღვრულია თემატიკა, ხანგრძლივობა, შეფასების ფორმები და გამოცდის პირობები. სასწავლო მასალები ციფრული ფორმატით „ნიკორა"-ს ვიკიპედიაზე არის ხელმისაწვდომი, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების სრულყოფილ წვდომას.
ოთხივე მოდულის წარმატებით დასრულებისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ, თითოეულ სტუდენტს გადაეცემა სერთიფიკატი, ასევე „ნიკორა" ეტაპობრივად გეგმავს კურსდამთავრებულთა დასაქმებას.
მეტი ინფორმაცია იხილეთ ნიკორას Facebook- გვერდზე.